|
2026-04-20 12:37:40, 5271 ნახვა
კომენტარი
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარულავას თქმით, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს. „ერთადერთი, ვინც საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, „ქართული ოცნებაა“. კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს. ეს განცხადება ამის იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქვეყანაში არანაირი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა, რომელიც შედეგს მოიტანს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. აკრძალვის მიზეზი არა ალიანსი და რომელიმე პოლიტიკური პარტიაა, არამედ „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს. ამას ემსახურება ეს ნაბიჯი. დემოკრატიული წესწყობილების ცვლილებას და, ფაქტობრივად, იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელში თუ აქამდე ოთხი პარტია იყო, ახლა სხვა პარტიებიც დაემატება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ. რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც რეჟიმის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)