16:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 12:16:01, 3751 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძეს მაჩნია, რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრები შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

"ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეს მაჩნია, რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრები შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

"10 წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც" - თქვა  კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აშშ დოლარში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ლარში. საშუალოდ წლიური განაკვეთი 1.5%-დან 3%-ის ფარგლებში მერყეობს, სპეციალური შეთავაზებებისას შესაძლოა ოდნავ მაღალიც იყოს.

დოლარის ანაბარი ფაქტობრივად გამორიცხავს გაცვლითი კურსის რისკს, თუ თქვენი მიზანია დანაზოგის დოლარში შენარჩუნება. ძირითადი რისკი არის დოლარის ინფლაცია, რაც ამცირებს რეალურ სარგებელს.

2026 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლარის (GEL) ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები, ბანკებისა და პროდუქტების მიხედვით, ძირითადად 8.5%-დან 11%-მდე მერყეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics