|
2026-03-13 09:59:27, 8972 ნახვა
სამხედრო
პენტაგონმა ირანზე თავდასხმების დროს KC-135 ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ერაყში საბრძოლო მისიის შესრულებისას აშშ-ის KC-135 ტიპის ტანკერი ჩამოვარდა. „ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, მეორე კი უსაფრთხოდ დაეშვა. ეს არ მომხდარა მტრის ან მეგობრული ცეცხლის გამო“, - აღნიშნა სარდლობამ. CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის თქმით, ჩამოვარდნის დროს KC-135-ის ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა; მათი ბედი უცნობია. ფრენის თვალთვალის სერვისის, FlightRadar24-ის თანახმად, მეორე ტანკერი თელ-ავივში დაეშვა. ერთ-ერთ ამერიკულ თვითმფრინავზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტმა მებრძოლმა დაჯგუფება „ისლამურმა წინააღმდეგობამ ერაყში“ აიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა „შესაბამისი იარაღის გამოყენებით“ და „ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი საჰაერო სივრცის დასაცავად, რომელსაც ოკუპირებული ძალები არღვევენ“. ჯგუფმა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მარტის დასაწყისში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამი ამერიკული F-15E Strike Eagle გამანადგურებელი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ასრულებდნენ მისიებს, ქუვეითის თავზე მეგობრული ცეცხლის გამო ჩამოაგდეს. ყველა პილოტმა კატაპულტირება და გადარჩენა მოახერხა. პენტაგონის ცნობით, ირანის ტერიტორიაზე აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების დაწყებიდან შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაახლოებით 150-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ პარნელმა აღნიშნა, რომ 108 სამხედრო მოსამსახურე უკვე დაუბრუნდა სამსახურს. დაჭრილებიდან რვას მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე. დაბომბვების საპასუხოდ, ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმები განახორციელა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)