|
2026-03-06 21:24:31, 11227 ნახვა
კომენტარი
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა" - გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გამოეხმაურა. "სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს ყოველთვის მოჰყვება შედეგები. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ და ევროკავშირში ყოველთვის გელით. თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის წევრიც გახდეთ, ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ამჟამად კი თქვენ ევროკავშირს შორდებით" - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.
დღეიდან, 6 მარტიდან, ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)