09:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 17:44:11, 803 ნახვა

სამხედრო
სტიუარტ ტეილორი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი სტიუარტ ტეილორი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა სტიუარტ ტეილორს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი.

"დღესვე „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics