|
2026-01-08 12:21:45, 738 ნახვა
მსოფლიო
რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, საქართველოს 6 იმყოფებოდა
რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, რუსეთის 2, საქართველოს 6 და კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 20, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან. აშშ-მ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა იტყობინება. „გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების შესაბამისად დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემზე ასვლა. სამინისტროს განმარტებით, ინციდენტი ღია ზღვაში, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა. ტანკერთან კონტაქტი ამჟამად დაკარგულია. ჩამორთმეული ტანკერი ვენესუელასთან არის დაკავშირებული. დაკავების კომენტირებისას, პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სანქცირებული ვენესუელის ნავთობის „ბლოკადა“ მთელ მსოფლიოში ძალაში რჩება. „როიტერის“ ცნობით, 2025 წლის დეკემბერში, „Bella 1“, რომელიც მაშინ პანამის დროშით ცურავდა, აშშ-ის საზღვაო „ბლოკადას“ გაცდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ გემის ჩაჭერა პირველად დეკემბერში სცადა და ტანკერს ორ კვირაზე მეტია მისდევს.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)