|
2026-01-07 11:41:36, 732 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში შესაძლოა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი განლაგდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად შესაძლოა რამდენიმე ათასი ფრანგი ჯარისკაცი განლაგდეს. მის სიტყვებს Franceinfo ციტირებს. მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საფრანგეთის არმიის „რამდენიმე ათასი ჯარისკაცი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. „ეს ძალები საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ასევე დასძინა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის არმიის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, „გადამწყვეტი კოალიციის“ შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში ჯარებს მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში არ გაგზავნის. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, მისი ქვეყანა უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად საჰაერო და საზღვაო ძალებს გამოყოფს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინას Gripen-ის გამანადგურებლები და შავი ზღვის განაღმვის რესურსები მიაწოდოს. ასევე, „მტკიცე ნების კოალიციის“ წევრებმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინაში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)