|
2016-03-28 14:38:02, 874 ნახვა
სამართალი
ნონა თოდუა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეზიდენტის შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ნონა თოდუას განცხადებით, მოსამართლეობაზე პრეზიდენტის შეთავაზება მისთვის მოულოდენლი იყო, რადგან 30 წელზე მეტია, სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული. თუმცა, თოდუას შეფასებით, მისი გამოცდილება, ასაკი აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში დადებით წვლილს შეიტანს. „სასამართლო ხელისუფლება რომ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საბედნიეროდ ეს პროცესი დაწყებულია. მე ამას ვამჩნევ“, - აღნიშნა ნონა თოდუამ. ნონა თოდუა სასამართლო სფეროში ხარვეზს ნორმის განმარტების თავისუფლებაში ხედავს. „მოსამართლეები მაინც შეზღუდული არიან ნორმის განმარტების დროს და ხშირად მიმართავენ ნორმის სიტყვა სიტყვით განმარტებას, მაშინ, როცა ნორმის განმარტების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომლიც შეიძლება მოსამართლემ კარგად გამოიყენოს, მითუმეტეს, როდესაც ხედავს არასამართლიან ქმედებას . მაგალითად, ადამიანის უფლების შელახვას გამოძიების ეტაპზე, ამის გამოსწორებისთვის სასამართლოს აქვს მთელი რიგი ბერკეტები, თუ ის ნორმას სწორად განმარტავს. ვფიქრობ, მეცნიერების წვლილი ამ საქმეში დადებითი იქნება“, - განაცხადა ნონა თოდუას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)