18:47 - 14 Jul, 2026
|
2016-03-28 11:59:13, 820 ნახვა
სამართალი
დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დამოუკიდებელი დეპუტატის მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ მურმან დუმბაძემ განუცხადა, თავისი ნათესავის ავტომობილი, ნოუთბუქები და ტექნიკაა მოპარული. „ვიცი, რომ ჩემი ძმის ოჯახი დააყაჩაღეს. ჩემმა ძმისშვილმა შენიშნა, რომ ნიღბიანი ადამიანი იყო მოსული. როდესაც ნიღბით არის ადამიანი მოსული, ეს არის ყაჩაღობა. გარდა ამისა, კიდევ ორი ოჯახი არის გაქურდული. პოლიცია ოპერატიულად ჩართულია საგამოძიებო საქმიანობაში. ჩემი ნათესავის ავტომობილია მოპარული. ასევე მოპარულია ფული, ნოუთბუქები და ტექნიკა“,-განაცხადა დუმბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)