|
2025-12-25 10:28:02, 11035 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის მარიონეტმა ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ფეკალიების მჭამელი ბუზები უწოდა
„ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი შეურაცხმყოფელი მეტაფორებით აღწერა და ისინი „ფეკალიების მჭამელ ბუზებს“ შეადარა. მისი თქმით, ის ბერი პაისის ათონელის შედარებას ეყრდნობოდა, რომელიც ადამიანებს „ბუზებად და ფუტკრებად“ ყოფს. ყაველაშვილის განმარტებით, „ბუზი“ არის ის, ვინც გამწვანებულ ბაღშიც კი კარგს ვერ ხედავს და მხოლოდ ნეგატივს ეძებს. ამ კონტექსტში მან ოპოზიციურად განწყობილი მედიისა და აქტივისტების ნაწილი „ბუზებად“ მოიხსენია და თქვა, რომ ისინი „ვერც პროგრესს, ვერც სიკეთეს და ვერც განვითარებას“ ხედავენ. "ბერი პაისის ათონელის შეფასება არის ადამიანის კატეგორიებთან დაკავშირებით - ბუზის და ფუტკრის. ადამიანის ბუზს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით, ხეხილით, ასე გამწვანებულ ბაღში, ბუზი რომ შეფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და ღობის ძირში აუცილებლად მიაკვლევს ფეკალიას და იმით დაკმაყოფილდება. აი, ბუზი ადამიანებს ვადარებ ჩვენდა სამწუხაროდ - ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არიან, და ესეც ბუნებრივია ალბათ, რომ მხოლოდ ნეგატივს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ სიძულვილს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ ცუდს უნდა ხედავდნენ. ამაზე მაქვს საუბარი. მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ეს ბუზი, ეს ბოროტებაა, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი, ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური ფრთა - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან ბუზები. ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ. გინახავთ რომელიმე შეფასება ეკონომიკური განვითარების, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის? ეს ხომ საერთაშორისო რეიტინგებზე მაქვს საუბარი - საერთაშორისო რეიტინგებით შეფასებულზე", - თქვა ყაველაშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)