2016-03-26 17:05:16, 580 ნახვა
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში ხანძრის დროს დამწვარი სტამბის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი დაზიანებული ტერიტორიისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამის ხარჯთაღრიცხვას წარადგენს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტამბის ტერიტორია დღეს დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა დაათვალიერეს და შესაბამისი მითითებები გასცეს.
„თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან