|
2025-12-08 14:12:31, 4316 ნახვა
საზოგადოება
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისისთვის ადამიანების ცხოვრების გამარტივება უკვე 33 წელია შეუცვლელ მისიად რჩება. ბრენდმა თავისის უწყვეტი განვითარების გზა სხვებისთვის გამოცდილებად აქცია და თითოეული ინიციატივით, ახალი პროექტის განხორციელებით, ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარებით განათლების N1 მხარდამჭერად - ადამიანებს და ბიზნესებს აძლევს წინსვლის საფუძველს და ეხმარება მოტივაციისა და განვითარების ზრდაში. 3 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა ღონისძიება, სადავ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პარტნიორებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან და თიბისის სხვადასხვა პროექტის მონაწილეებთან ერთად ისაუბრა თიბისი განათლების ხედვაზე, მთავარ მიღწევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. თიბისისთვის განათლება ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო. ბოლო სამი წელია კი განათლება მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. ბრენდის მიზანია, განათლების მიღების მსურველი ადამიანებისთვის, ყველა ბარიერი გაარღვიოს, რათა მათ მიღებული განათლებით შეძლონ ის, რაც აქამდე შეუძლებლად მიაჩნდათ. „გვჯერა, რომ განათლება ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, თიბისიში მიზნად დავისახეთ ადამიანებს მივცეთ განათლების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და გააგრძელონ სვლა დასახული მიზნისკენ. ვასწავლით იმ სფეროებსა და თემებს, რაშიც თიბისის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდა - იქნება ეს ტექი, AI თუ ბიზნეს დისციპლინები. გვინდა დავეხმაროთ ადამიანებსა და ბიზნესებს საქართველოში შეძლონ იმ ცოდნისა და უნარების დაგროვება, რომელიც მათ კარიერულ და აკადემიურ ჰორიზონტს აფართოებს, ამასთანავე მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამუპუსი, AI საოლიმპიადო კურსი, IT აკადემია, რისკების აკადემია და პარტნიორებთან ერთად შექმნილი ტექნოლოგიური განათლების სხვადასხვა პროგრამები, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას. თიბისი განათლების პროგრამები, ახალ თაობას, სრულიად უფასოდ აძლევს წვდომას მთელი საქართველოდან შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ბიზნესმიმართულებები, რაც მომავალში მათ მარტივად დასაქმებასა და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ. ამასთანავე, თიბისი მიზნად ისახავს ბიზნესებს გაუზიაროს დაგროვილი გამოცდილება და შესთავაზოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომლებიც მათ თანამედროვე ბაზართან ადაპტაციაში დაეხმარება. ESG აკადემია, სხვადასხვა მიმართულების ტრეინინგები და ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი არაერთი პლატფორმით, თიბისი ბიზნესებს ზრდაში ეხმარება და წინ სვლის საფუძველს აძლევს. ქვეყნის და საზოგადოების წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გზა ადამიანების ინდივიდუალურ მიღწევებშია, რომლებსაც განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქმნის. ამიტომ თიბისი განათლების პროექტებით სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას მოემზადონ თანამედროვე სამუშაო ბაზრისთვის, მიიღონ ცოდნა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით და დაეუფლონ მომავლისთვის საჭირო უნარებს.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)