|
2016-03-24 18:11:03, 1184 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრმა ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად შეხვედრები გამართა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად - “Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლოის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ორგანიზეებით ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა შეხვედრები ბათუმის N2 საჯარო სკოლასა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ,,ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა“ – ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება საუბრისას ცენტრის სპეციალისტებმა. აგრეთვე ისაუბრეს ტუბერკულოზის თავისებურებაზე, გადაცემის გზებზე, ინფიცირების რისკებსა და გავრცელების არეალზე. აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს კანონის შესახებ, რომელიც ტუბერკულოზზე სავალდებულო გამოკვლევებსა და აუცილებლობის შემთხვევაში, არანებაყოფლობით იზოლაციას გულისხმობს. მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება. საქართველომ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად - პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს; 2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით (ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით); ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი - ბედაქილინი (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით); 2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები; ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოს¬ტი¬კო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი. Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)