23:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 13:32:17, 1257 ნახვა

საზოგადოება
სექტემბერში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 471 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 471 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და დაბინძურების შემცირება, მათ შორის, სატრანსპორტო სექტორიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ინსპექტორები, უკვე 2 წელია ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.

შედეგად, სექტემბრის თვეში, თბილისში გამოვლენილია 277 სამართალდარღვევა, ბათუმში - 99, ქუთაისში - 76, რუსთავში კი - 19.  

471 ფაქტიდან 424 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 47 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 256 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 200 - მიკროავტობუსების, 15 კი, სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი. 

რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 9 თვეში გამოვლენილია 3798 სამართალდარღვევა. 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის პარალელურად, დეპარტამენტი არაერთ ღონისძიებას ახორციელებს -  ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოო სექტორიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს; 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება, კომპლექსურად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics