|
2016-03-23 16:57:09, 837 ნახვა
სამხედრო
ფილიპ ბრიდლავი: ჩავატაროთ მეტი წვრთნა, რათა მკაფიოდ დაინახონ, რომ საქართველო და მისი სამხედროები ნატოსთან თავსებადები არიან
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, აშშ-თან და ნატო-სთან საქართველოს კავშირი უფრო მჭიდრო უნდა გახდეს და ჩატარდეს წვრთნები იმისათვის, რომ მსოფლიომ საქართველოსა და მისი სამეხდროების ნატოსთან თავსებადობა მკაფიოდ დაინახოს. მისივე თქმით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აკავშირებთ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხოლოდ სამხედროთა გაერთიანება არ არის. "მოვერიდებოდი პოლიტიკური პასუხის გაცემას, ვინაიდან მე გახლავართ სამხედრო და პოლიტიკა არ არის ჩემი სიძლიერე. მნიშვნელოვანია, გავაგრძლოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღემდე. ეს გახლავთ დემონსტრაცია მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველოს სამხედროები და საქართველო მჭიდრო კავშირს ესწრაფვის არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ნატო-სთან, ნატო-ს ალიანსთან მთლიანობაში. გავხადოთ უფრო მჭიდრო ეს კავშირები და ჩავატაროთ მეტი წვრთნა იმისთვის, რომ სამყარომ დაინახოს თვალნათლივ, რომ საქართველო და მისი სამხედროები არიან თავსებადები ნატოსთან და ეს მათი მისწრაფებაა. ხშირად წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ნატო-ს ალიანსი გახლავთ მხოლოდ სამხედროთა ერთობა. რასაკვირველია, სამხედროები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ნატო-ს ალიანსის, მაგრამ სინამდვილეში, ნატოს წევრი სახელწმიფოები ეს გახლავთ ის ჯგუფი, რომელსაც აკავშირებს საერთო ღირებულებები და პრინციპები. ეს ის პრინციპები და ღირებულებებია, რომელსაც საქართველო იზიარებს და ზუსტად ამიტომ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ღირებულებებისა და პრინციპების გამზიარებელი სახლმწიფოები ერთნაირად მოაზროვნე სახელწმიფოები არის ზუსტად ის ბირთვი, რომელიც ქმნის სოლიდარობას", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ბოლო პერიოდში მუქარის შემცველი განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)