|
2025-09-30 14:49:30, 1626 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური საქმე გავხსენით – €545 784-ს მოტყუებით დაუფლება
პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური საქმე გახსნეს - უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ. გამოძიების მიხედვით, 2022 წელს ბრალდებულთან დაკავშირებული პირები ესპანეთში ერთ-ერთ საწარმოს მისი კონტრაქტორი კომპანიის მსგავსი მეილით დაუკავშირდნენ და ყალბი ინვოისის საფუძველზე 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხვინეს. ფულის გათეთრების მიზნით, კი თანხები ნაწილ-ნაწილ გადარიცხეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში ოპერირებად საწარმოს კონტრაქტორი კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ და რეალურთან მიმსგავსებული ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ჯამში 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ, ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე. მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი - 184 353 ევრო, ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოში, ბრალდებულის მიერ დაფუძნებული და მის გამგებლობაში არსებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, კონვერტირებული იქნა აშშ დოლარში და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე". - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ბრალდებულ იურიდიულ პირს - ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავენ.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)