|
2025-09-26 17:59:36, 2235 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბიზნესისთვის - ახალი გზავნილით "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს" (რ)
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი გზავნილია – "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ახალი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი განახლებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს თავის ბიზნეს და აგრო მომხმარებელს. მათ შორის, ბიზნეს სესხების პირობები მორგებულია მცირე, აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის სპეციფიკასა და სეზონურობაზე, სადაც გადახდის გრაფიკი შეესაბამება ბიზნესის საჭიროებებს. ახალი სესხის აღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მეურნეობის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი - აქვე უნდა აღინიშნოს, 50,000 ლარამდე თანხა გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, რაც უფრო მეტად ამარტივებს საბანკო პროცედურებს და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობას. „ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება და არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად მიეცეს საყვარელი საქმის განვითარების სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი ახალი საიმიჯო კამპანია – "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ახალი შეთავაზების ფარგლებში ბიზნესზე მორგებული პროდუქტები და სერვისენი სრულად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად მართონ ფინანსები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდამ ორიენტირებულია თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. ახალი საიმიჯო რგოლის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/cmgBk ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)