|
2025-09-10 13:02:10, 1279 ნახვა
მსოფლიო
NATO არ აფასებს პოლონეთში დრონების შეფრენას ალიანსზე თავდასხმად - Reuters
ნატო არ თვლის, რომ პოლონეთზე რუსული დრონები განზრახ თავდასხმა მოხდა, განუცხადა ალიანსის წყარომ „როიტერსს“, თუმცა საწყისი ნიშნები ექვსიდან ათამდე დრონის მიერ განზრახ შეჭრაზე მიუთითებენ. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს თვითმფრინავები მოკავშირეთა საჰაერო სივრცისთვის პოტენციურ საფრთხეს წააწყდნენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ რეგიონში მყოფმა ნატოს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები რადარებით აღმოაჩინეს, მაგრამ ისინი არ ჩამოუგდიათ. მისი თქმით, ღამის ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონური F-16 გამანადგურებლები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS სათვალთვალო თვითმფრინავები და ნატოს მიერ ერთობლივად მართული „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის საწვავის შევსების თვითმფრინავები. პოლონეთი ნატოს სთხოვს, აამოქმედოს ალიანსის წესდების მე-4 მუხლი, რომელიც მოკავშირეებთან ფორმალურ კონსულტაციებს ეხება, განაცხადა ტუსკმა. ამ საკითხზე ის ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის, დაეთანხმა. მუხლის თანახმად, „მხარეები ერთობლივ კონსულტაციებს გამართავენ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მხარის აზრით, საფრთხე დაემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“. 1949 წელს ნატოს შექმნიდან მე-4 მუხლი მხოლოდ შვიდჯერ იქნა გამოყენებული, ბოლოს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე, იხსენებს The Guardian.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)