|
2025-09-09 11:25:52, 1659 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტის მხარადასაჭერად საქართველომ 68.2 მლნ ლარი ისესხა
პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა - 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას. შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)