|
2025-09-03 12:22:29, 1668 ნახვა
ეკონომიკა
მომენტალური გადარიცხვის ინოვაციური მეთოდი - პირველად საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა მხოლოდ მობილურის ნომრით თანხის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა დანერგა და სამ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამჯერად კი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის გადარიცხვის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომი გახდა. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დახმარებით, პირველად, საქართველოში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღები პირის ანგარიშზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მომენტალურად აისახება. სერვისის უპირატესობა ისაა, რომ თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში. გარდა ამისა, ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი მოქმედებს. მომხმარებლებს კი დღის განმავლობაში გადარიცხვის შეუზღუდავი სიხშირით განახორციელება შეუძლიათ. “საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დანერგვა სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებაა – გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა და შესაძლებლობა მივცეთ, ნებისმიერ დროს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვადასხვა ვალუტაში ტრანზაქციები რამდენიმე წამში შეასრულონ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთა კომფორტს და კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო მომსახურების პროცესს”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)