13:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 22:29:26, 1470 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - აშშ უკრაინას ფულს აღარ აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ. კერძოდ, მას მიაჩნდა, რომ მისი შეჩერება ყველაზე მარტივი იქნებოდა, „მაგრამ აღმოჩნდა, რომ სერიოზული პიროვნული კონფლიქტები არსებობს“.

ტრამპის თქმით, ომი საბოლოოდ შეწყდება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების დეტალები ჯერ არ განხილულა.

„ევროპის ქვეყნები მათ მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ და ეს უნდა გააკეთონ, რადგან ეს მათი კონტინენტია. მაგრამ ჩვენ ამაში ჩავერთვებით მხარდაჭერის თვალსაზრისით, დავეხმარებით მათ და ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ მშვიდობას დავუჭერთ მხარს, რადგან მინდა, რომ ხალხი აღარ კვდებოდეს“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მან ასევე გაიხსენა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება და თქვა, რომ ეს დაახლოებით „350 მილიარდ დოლარს“ შეადგენდა.

„მე ვთქვი, რომ ზელენსკი ყველაზე დიდი გამყიდველია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, რადგან ის ქვეყანაში შემოდის და ყოველ ჯერზე 50 მილიარდ დოლარს იღებს. მაგრამ ჩვენ უკრაინას აღარ ვაძლევთ ფულს. სინამდვილეში, პირიქითაა: ისინი ნატოს მეშვეობით მიდიან, რაკეტებს ითხოვენ, ჩვენ კი ნატოს რაკეტებს ვყიდით. ნატო სრულად გვიხდის და რასაც უნდა, იმას აკეთებს მათთან“, - დასძინა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics