|
2025-08-19 18:05:42, 6499 ნახვა
სპორტი
ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია? | არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ვინ გადადგამს მთებს და შესწვდება ცას, თუ არა ის, ვინც მიზანს მწევარივით დასდევს - მოუხელთებელს, შორეულს, ხანაც დამღლელსა თუ დამქანცველს, მაგრამ შენს ძრავსა და მამოძრავებელს. ეს არის დევნა, რომელიც სისხლს გიდუღებს, მოსვენებას არ გაძლევს და დილით, თვალის გახელისთანავე თავს შეგახსენებს. იცი, რა გელის წინ, რამდენად სანუკვარი და თან, მიღწევადია. ვინ გიშლის ხელს, ვინ გაბრკოლებს, თუ არა ხმა, რომელიც, ჩაგძახის: “არ გამოგივა”. თქვი მიზეზი: რატომ უნდა დაუჯერო? რატომ უნდა გაჩერდე? ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი: პარკეტზე გატარებული ცხოვრება. კონკურენცია, თავის დამკვიდრება, ადგილის მოპოვება და მისი შენარჩუნება, ტრავმები, ტკივილი, აღდგენა, დაუსრულებელი წვრთნა და გამოცდა, რომელსაც უძლებ, ფინიშის ხაზს უახლოვდები და ხდები ლეგენდა: გიორგი შერმადინი - რეკორდსმენი, დაფასებული, ადამიანი, რომელიც ისმენს გულიდან ნათქვამ სიტყვას: შენს ქვეყანას ეიმედები. რა გაგაჩერებს? ეს არის მაგიური ძალა, რომელიც ყველა მთას გადადგამს. მეექვსე ევრობასკეტი? იყოს, შერმადინი წელსაც მოხსნის, წელსაც ჩააგდებს. გაქვს შეუსრულებელი მისია: 72 საათში 4 თამაში უნდა ითამაშო. მატჩი იტალიაში, შემდეგ ნიდერლანდებთან გასვლითი შეხვედრა გელის, მერე ისევ წასვლა აეროპორტში, ევროლიგის მატჩის ჩატარება და ისევ თვითმფრინავში - თბილისში ჩამოფრენა და პარკეტზე შებიჯება. თორნიკე შენგელია - შენ ხარ კაპიტანი და უნდა გააკეთო ის, რასაც სხვა წარმოუდგენლად მიიჩნევს. ასეა, იქეცი შეუპოვრობის მაგალითად, რომელმაც სძლია საკუთარ შესაძლებლობებსა და სიტყვას - “შეუძლებელს”. “მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს”… ასეა ეს. მერე რა, რომ პარკეტს ახლახან დაუბრუნდი? მაინც შეძელი და “საქმემან შენმან გამოგაჩინა” - ყველა დაარწმუნა, რომ ამის ძალა შეგწევდა. და შენ, როცა ამას გაივლი, ჰკითხე შენს თავს: რატომ უნდა გავჩერებულიყავი? და რა არის იმაზე აღმატებული, ან სხვა რა შეიძლება შეადარო მიძინებულ, უეცრად ამოხეთქილ ვულკანს, როგორიცაა შენი გულშემატკივარის სიხარულის ყიჟინა, მოუთოკავი ეიფორია, რომელიც ძარღვებს გიბერავს და ზეცაში აგიტაცებს. შენი ქვეყნისთვის, შენი დროშისთვის, შენი ჰიმნისთვის დაღლაზე ღირებული არაფერია. ყველაზე იოლი და გამოუსწორებელი - დანებებაა, ყველაზე დიდებული და უზენაესი კი - შენი ქვეყნისთვის გამარჯვება. როცა იცი, რომ ეს არსებობს, როგორ უნდა დანებდე? ჩვენ დავითნი ვართ. და ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია? იარე სწორი გზით, არ გაჩერდე. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)