|
2016-03-21 14:29:37, 698 ნახვა
ეკონომიკა
სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს პირველი ობლიგაციები წარმატებით განათავსა
სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე. “ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა, რაც მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს განაპირობებს კომპანიის ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26%-ს”, - განაცხადა სს „ნიკორა“-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბაზარზე პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის, საცალო სავაჭრო სექტორიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმის და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
(R)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)