|
2025-06-30 17:21:54, 731 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Change Inspire-ის მე-6 კონფერენცია გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების მხარდამჭერი და ტექნოლოგიური განვითარებების ქომაგი, წელს Change Inspire-ის მთავარი, „Game Changer” პარტნიორია. Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან იმართება. წელს იგი მეექვსედ უმასპინძლებს სტუმრებს და სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ გააერთიანებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“. იგი ხელოვნური ინტელექტის რეალურ გამოყენებას შეეხება და სპიკერებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და სტრატეგიები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით მასშტაბურ აუდიტორიას გაუზიარონ. საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და ტექნოლოგიური ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგება. საერთო ჯამში, ღონისძიება 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს გააერთიანებს, ხოლო მონაწილეთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. კონფერენციის მრავალფეროვანი პროგრამა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო სესია აირჩიონ და სფეროს ლიდერებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღონ . კონფერენცია გამოცდილების გასაზიარებლად, დარგის საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად და ხელოვნური ინტელექტის კულისებს მიღმა პროცესებში ჩასახედად გამორჩეულ სივრცეს ქმნის. შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)