|
2025-06-11 16:48:55, 1055 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაბლოკვის შესახებ რობერტ ფიცოს განცხადებას პასუხობს
ევროკომისია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სლოვაკეთთან განიხილავს მის შეშფოთებას ევროკავშირისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდგომ მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერი, პაულა პინიო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ ის დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მანამ, სანამ ევროკავშირი არ შესთავაზებს გამოსავალს იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომლის წინაშეც სლოვაკეთი აღმოჩნდება ევროკავშირში რუსული ენერგორგომატარებლების იმპორტის სრული შეწყვეტის შემდეგ. „წინა 17 პაკეტი ერთხმად დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ. ეს ჩვენი მიზანი რჩება მე-18 პაკეტისთვისაც. ამიტომ, ვასრულებთ საშინაო დავალებას, ვუკავშირდებით ყველა წევრ სახელმწიფოს და განვიხილავთ მათთან როგორ შეგვიძლია შესაძლო პრობლემების მოგვარება”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ევროკომისია ამჯერადაც თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის სლოვაკეთთან, უსმენს მათ შეშფოთებას და ეძებს მათი მოგვარების გზებს. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომის დაწყების პერიოდიდან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან სწორედ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტის საკითხზე და ჯერჯერობით ეს წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)