21:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 11:05:06, 764 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ პარტია "თავისუფალი დემოკრატების"  გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ელოდება, რომ  საქმის მასალები უახლოეს მომავალში გადმოეცემა.

"გუშინ პროკურატურამ ცნო დაზარალებულად ბატონი ალექსი პეტრიაშვილი  გუშინწინდელი ჩვენი მოთხოვნის შემდეგ. ამ ეტაპზე ველოდებით საქმის მასალების უახლოეს მომავალში  გადმოცემას,  რის შემდეგადაც უფრო დეტალურად შეგვეძლება  საუბარი საქმის  მიმდინარეობაზე და თუ რაიმე  სახის შუამდგომლობა გვექნება ამ შემთხვევაში პროკურატურის წინაშე, ან რამე,  შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც  საქმის მასალებს გავეცნობით", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.  პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავდმყოფოში იმყოფება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics