15:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 14:48:22, 892 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი - პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბრალდებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ მოინახულა.

როგორც ყურუა აცხადებს, ჯაფარიძე თავს მხნედ გრძნობს.

„თავს კარგად გრძნობს, რამდენადაც შეიძლება უსამართლოდ ციხეში ჩასმული ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს, არის მხნედ. მას აბსოლუტურად კარგად ჰქონდა გააზრებული, რა ბრძოლაში შედიოდა და რა ეტაპი დაიწყო მისი ციხეში ჩასმით. მთავარი გზავნილი ზურას მაშინ ჰქონდა, როცა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, მან თქვა, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და ის ისევ ამ აზრზეა.

ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, ეტაპირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა, მას ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს. ტელევიზორი ჯერ არ აქვს, ესეც სტანდარტული პროცედურაა, მას შემდეგ, რაც გაუხსნიან ბარათს, შეეძლება ტელევიზორის ქონა",- განაცხადა ყურუამ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ჯაფარიძეს სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მის მიმართ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics