|
2025-05-13 18:53:56, 956 ნახვა
სამართალი
პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, პარტია „ახალის“ წევრების სასამართლო პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 3 პოლიციელი მოწმედ გამოიძახეს, რომელიც მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. როგორც ადვოკატი, მარიკა არევაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში მოწმის სახით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების, მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის გამოკითხვა მოხდეს, რომ მან თავად განმარტოს, თუ რა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი. "დღევანდელ სასამართლო პროცესზე 3 მოწმე გამოვკითხეთ, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ისაუბრეს, ეს საქმე სავსეა აბსურდით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს საქმე უნდა შეწყდეს და ვნახოთ, რას იზამს სასამართლო. გამოიკვეთა ბევრი გარემოება, რომელიც საჭიროს ხდის, რომ მირიან ქავთარაძე მოვიდეს და გვითხრას რა ეწყინა გვარის განხილვებთან დაკავშირებით. აღმოჩენა იყო, რომ ბიზნეს მენეჯმენტის კურსის კურსდამთავრებულები, იყვნენ წარმოდგენილები შსს-ს მხრიდან, რომლებიც შსს-ში მუშაობენ. იურიდიული განათლება მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ნორმის შინაარსის გაგება და შემდგომ სწორი კვალიფიკაციის მიცემა", - განაცხადა მარიკა არევაძემ. მომავალ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 მაისს გაიმართება, კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი დაიკითხება და ასევე მოსამართლე, მირიან ქავთარაძის, როგორც მოწმის გამოკითხვასთან დაკავშირებით დაყენებულ შუამდგომლობას პასუხს გასცემს. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა, სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც მათი თქმით, ასახავს ანი ქავთარაძის მიერ, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. ცნობისთვის, თორნიკე სხვიტარიძე არის მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)