|
2025-05-06 11:11:04, 898 ნახვა
ეკონომიკა
14 000-ზე მეტი მონაწილე: საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე წელს 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. პროექტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. მათემატიკის ოლიმპიადის ტესტი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაწერა. ოლიმპიადა სამტურიანია:
აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისთვის ყველა ფინალისტი მიიღებს ევერესტის სიგელს. I, II და III ადგილის მფლობელები კი მიიღებენ დიპლომს და სპეციალურ პრიზებს. ოქროს ტურზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)