15:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 19:08:25, 944 ნახვა

საზოგადოება
თამარ ჩიხლაძემ და თეონა ბაკურიძემ „ფორმულა“ დატოვეს

გადაცემა „ფორმულას დღის“ წამყვანები, თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე ტელეკომპანია „ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობნენ. ისინი ტელეარხს ტოვებენ.

„ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ „იმედზე“ მნიშვნელოვანი „სიმართლეა“. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით“, - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს თამარ ჩიხლაძემ.

მან „ფორმულაზე“ მუშაობა თეონა ბაკურიძესთან ერთად 2021 წლის იანვარში „TV პირველიდან“ წამოსვლის შემდეგ დაიწყო.

„ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის და კრიტიკული მედიისთვის ურთულეს დროს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ და მის მიღმა პერსონალური მიზეზებია, რომელის, საერთო ჯამში, მაინც გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება“, - თქვა თეონა ბაკურიძემ ეთერში.

მათ მადლობა გადაუხადეს ტელეარხს, მაყურებელსა და გუნდს, რომელიც მათთან ერთად მუშაობდა.

ბაკურიძე და ჩიხლაძე „ფორმულაზე“ ბოლო ოთხი წელია მუშაობენ. ბოლო პერიოდში ნათია ზოიძე იყო მათი ერთობლივი გადაცემის „ფორმულას დღის“ პროდიუსერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics