|
2025-04-30 13:48:08, 871 ნახვა
სამართალი
გორში მამა-შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
გორში მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, სერგო ახალკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი არგუმენტაცია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. "ბრალდების მხარის მიერ, მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომატებული საფრთხეები". - თქვა პროკურორმა. როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, მას შემდეგ რაც ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, დაზარალებულს ფიზიკურადაც გაუსწორდა. "არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელენ ბრალად წარდგენილ ქმედებაში ბრალდებულს, ესაა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გასროლა არის 5-ზე მეტი, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამასთან მიმართებით, გამოელია ვაზნები მჭიდში, ამის შემდეგ, ფიზიკური ზემოქმედებაც მოახდინა მის მიმართ, დაზარალებული დაეცა ძირს და მხოლოდ შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი". - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, გორში, 28 აპრილს ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 25 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი დაიჭრა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)