|
2025-04-28 19:54:23, 681 ნახვა
მსოფლიო
REN - სამ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს უკავშირდება
პორტუგალიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია REN აცხადებს, რომ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს" უკავშირდება, რამაც ესპანეთის ელექტროქსელში ხარვეზი გამოიწვია. "ესპანეთში ტემპერატურის უკიდურესი ცვალებადობის გამო, ძალიან მაღალი ძაბვის ხაზებში (400 კვ) მოხდა ანომალიური რხევები - ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც 'ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია'. ამ რხევებმა ელექტრულ სისტემებს შორის სინქრონიზაციის დაკარგვა გამოიწვია, რაც ურთიერთდაკავშირებული ევროპულ ქსელში ხარვეზებში გამოვლინდა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ესპანეთი პორტუგალიური კომპანიის ვარაუდს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ცნობისთვის, დღეს, 28 აპრილს ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ესპანეთის ელექტროენერგიის ქსელის მმართველი კომპანია, Red Electrica აცხადებს, რომ ელექტრო ენერგიის აღდგენას შესაძლოა 10 საათი დასჭირდეს. REN-ის ბოლო განცხადების მიხედვით კი, პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდების სრულ აღდგენას შესაძლოა, 1 კვირამდე დროც კი დასჭირდეს. "ფენომენის კომპლექსურობისა და საერთაშორისო მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ხელახლა დაბალანსების საჭიროებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქსელის სრულ აღდგენას 1 კვირამდე დასჭირდეს". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)