|
2025-04-28 16:31:32, 739 ნახვა
საზოგადოება
პირველ მაისს ჭიათურაში ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი
როგორც ტარიელ მიქაცაძემ აღნიშნა, 60 დღეა, რაც მაღაროელები მოითხოვენ, რომ მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას. „იცით, რომ მესამე დღეა, რაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ირაკლი ჯიქიძემ. დღეს, ის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მიიღო წამლები და პროტესტის იგივე ფორმას მიმართა. ასევე, დღეს დაიწყო შიმშილობა ხუთმა ადამიანმა, თუმცა მსურველი ბევრია, აქ ვინც ვსხედვართ, შიმშილობის მსურველები ვართ, როდესაც ჩავალთ, ამ პროცესს გავაგრძელებთ. 60 დღე ვითხოვთ ერთადერთს - მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას. ოფიციალურადაც რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საპატრიარქოს. დღეს ვიყავით მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში, ყველანაირი კანონიერი ძალა ვცადეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, მოვიდეს მთავრობა, ან ჩვენ მივიდეთ. გვსურს გავიაროთ ჭიათურის საკითხი, წელიწადში ერთხელ და ორჯერ არ მოხდეს გაფიცვა, საპროტესტო გამოსვლები. 1-ელ მაისს ფართომასშტაბიანია აქცია გვაქვს ჭიათურაში დაგეგმილი. მშრომელთა დღეს კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ჭიათურაში არის სწორი და ფართომასშტაბიანი სოციალური პროტესტი. ამ პროტესტს მთავრობიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია“,- აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ. როგორც ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, ისინი აპროტესტებენ ბოლო დროს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ განცხადებას, ვინაიდან მათივე შეფასებით, „დათქმებში თავმოყრილია ის, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა“. „საპროტესტო აქციის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ 27 მარტს ოფიციალურად გამოგვიცხადა რომ 3620 ადამიანი, რომელიც „ჯორჯიან მანგანზეშია“ დასაქმებული, სამსახურიდან დაითხოვა არაოფიციალურად, SMS-ის მეშვეობით. ხალხი ქუჩაში გამოვიდა ხელფასის მოთხოვნით, იმ პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით, რაც ჭიათურაში არ არის. მესამოცე დღეს, რა შედეგსაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ხელფასი, რომლის დარიგებასაც კომპანია არ აპირებდა, 2 თვის ანაზღაურება მეტ-ნაკლებად დარიცხეს. კომპანია, რომელიც აცხადებდა, რომ წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოები და გადიოდა, ისევ შემობრუნდა, გადაიფიქრა და იწყებს სამუშაოების აღდგენას დათქმებით და პირობებით. დათქმებშია ის, რაც მომავალში ჭიათურას მომავალში ჯოჯოხეთად ექცევა“,- აღნიშნავს მიქაცაძე.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)