15:27 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 10:53:43, 1171 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიების ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება შესთავაზა

უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რომ ამ კვირაში უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებას აშშ-ის მხრიდან და კიევის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემა დასავლურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იდეები ასახული იყო კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარიზში უკრაინელ კოლეგებს წარუდგინეს და ასევე გააცნეს ევროპელ მაღალჩინოსნებს ერთდღიანი შეხვედრის დროს.

„აშშ ახლა კიევის პასუხს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გახდება ცნობილი. შემდეგ, თუ ამერიკული, ევროპული და უკრაინული პოზიციები თანხვედრაში იქნება, წინადადებები შეიძლება მოსკოვს წარედგინოს“, - წერს The Wall Street Journal-ი.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის კიდევ ერთი იდეა ითვალისწინებს ზაპოროჟიეში ბირთვული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას, რომელიც შესაძლოა ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

დონალდ ტრამპმა მარტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ უკრაინულ ელექტროსადგურების, მათ შორის ბირთვული ობიექტების, შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა“ იქნებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics