17:17 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 21:54:10, 841 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ რობერტ კენედის მკვლელობაზე დოკუმენტების 10 000-მდე გვერდი გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, 1968 წელს სენატორ რობერტ კენედის (უფროსი) მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების დაახლოებით 10 000 გვერდი გამოქვეყნდა.

აშშ-ს ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ საკუთარ ვებგვერდზე 229 ფაილი გამოაქვეყნა. სენატორის მკვლელობასთან დაკავშირებული ბევრი ფაილი მანამდეც საჯარო იყო, ნაწილი კი წლების განმავლობაში გამოუქვეყნებელი იყო.

"სენატორი რობერტ კენედის ტრაგიკული მკვლელობიდან თითქმის 60 წლის შემდეგ, ამერიკელ ხალხს პირველად ექნება საშუალება განიხილოს ფედერალური მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიება, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების საშუალებით". - თქვა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა.

ამასთან, გაბარდის შეფასებით, დოკუმენტების გამოქვეყნება "დიდი ხნით გადადებულ სინათლეს ჰფენს სიმართლეს რობერტ კენედის მკვლელობის შესახებ".

რობერტ კენედი 1968 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესში, სასტუმრო Ambassador-ში დემოკრატიული პარტიის პრაიმერებში კალიფორნიის შტატში გამარჯვების შემდგომი მიმართვის დასრულების შემდეგ პალესტინელმა სერჰან ბიშარა სერჰანმა მოკლა, რომელსაც პირველი ხარისხის მკლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მანამდე, გასულ თვეში დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების 63 000-ზე მეტი გვერდი გასაჯაროვდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი მათგანი შესწორებების გარეშე გამოქვეყნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics