|
2025-04-16 14:04:34, 577 ნახვა
მსოფლიო
9 მაისს მოსკოვში ვუჩიჩის ჩასვლის შემთხვევაში EU-ში სერბეთს არ მიიღებენ
გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვუჩიჩი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრება. ამის საპასუხოდ, ევროპელი მაღალჩინოსნები ვუჩიჩს აფრთხილებენ, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და ბლოკში სერბეთის გაწევრიანების მისწრაფებებს სწორი გზიდან გადაიყვანს. "გვესაჭიროება უზრუნველვყოთ, რომ მათ ესმოდეთ - მსგავსი გადაწყვეტილებები ფასს მოითხოვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა. "შედეგი ის იქნება, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ". - განმარტა მან. ვსევიოვმა დაამატა, რომ "რუსები აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხალხი დასწრებოდა... ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტმუსის ტესტია. რეალურად, ჩვენ ვუყურებთ, ჩვენს მხარეს არიან ისინი, თუ მეორე გუნდის მხარეს თამაშობენ". ამას გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)