19:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 10:39:23, 661 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს

დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, გასულ პარასკევს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის „პროდუქტიული საუბარი“ შედგა.

„სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპს სჯერათ, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს. რუსეთისთვის მოტივი არსებობს იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს და შესაძლოა, ეს აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობა იყოს. მაგრამ, პირველ რიგში ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვნახოთ და პრეზიდენტმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა, უიტკოფმა რუსებს ეს ნათლად განუცხადეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.

„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეხვედრის ბოლოს ჩვენ იქამდე მივედით, რაც მუდმივი მშვიდობის მისაღწევად პუტინის მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენ პასუხი მივიღეთ. სამშვიდობო შეთანხმება ე.წ. ხუთი ტერიტორიის შესახებ არის“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics