18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 12:08:06, 748 ნახვა

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ

ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს ამართლებს“.

„მე ვცდილობდი სტრატეგიული გაგება გამომეყენებინა, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ ის, თუ სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ რუსეთის მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო გაიგო, რა არის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები. ასევე, უნდა გაიგო, რის მიღებას ცდილობენ უკრაინელები კონფლიქტიდან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა „არაპროდუქტიულია“.

„ვფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics