|
2025-04-14 20:31:35, 983 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - პუტინს არასდროს უნდა დაეწყო ომი, პუტინი ნომერ პირველი დამნაშავეა
არ ვიცი ზელენსკი კომპეტენტურია თუ არა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „შეცდომა ომის დაშვება იყო. ბაიდენი რომ კომპეტენტური ყოფილიყო, ზელენსკი რომ კომპეტენტური იყოს და არ ვიცი, არის თუ არა. ჩვენ მძიმე სესია გვქონდა ამ ბიჭთან და ის უფრო და უფრო მეტს ითხოვდა. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ოთხი წლის განმავლობაში პუტინს ეს საკითხი არც კი დაუყენებია. როგორც კი არჩევნები გაყალბდა და მე აქ აღარ ვიყავი, ეს ომიც დაიწყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, „ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო. ყველა დამნაშავეა. სამი ადამიანის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა. პუტინი ნომერ პირველი, ნომერი ორი ბაიდენი და შემდეგ ზელენსკი“. „ის (ზელენსკი) ყოველთვის რაკეტების შეძენას ცდილობს. როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია. ომს იმის წინააღმდეგ არ იწყებ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)