|
2025-04-11 13:31:51, 1201 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - დღეს უკრაინას მილიარდებს დავპირდებით
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მთავარი ამოცანა უკრაინელი მებრძოლებისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების მიწოდებაა. მისი თქმით, თებერვალში გამართულ შეხვედრაზე მონაწილე 50-ვე ქვეყანამ განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდნენ უკრაინის დახმარებას და ქვეყანას 1,5 მილიარდი ფუნტის დახმარება აღუთქვეს. „დღეს ჩვენ კიდევ მილიარდებს დავპირდებით“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. მან სიტყვით გამოსვლისას უკრაინელებს მიმართა და როგორც ბრძოლაში, ასევე მშვიდობიან დროს მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბრძოლაში და მშვიდობაშიც თქვენს გვერდით ვიქნებით“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა. შეხვედრას ონლაინ ფორმატში დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)