18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 14:53:35, 922 ნახვა

სამართალი
თელავში, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის 24 ივლის თელავის სოფელ ლალისყურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ჰქონდა წადგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics