2016-03-14 14:49:11, 541 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილე: თვითმმართველობის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს
თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილის ხატია ტყავაშვილის განცხადებით, მას თვითმმართველობის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ყავაშვილი ამბობს, რომ მათი სახელები არ იცის, თუმცა ზუსტად იცის, რომ თვითმმართველობის წევრები არიან.
„ამ კარებიდან შემოიჭრნენ, ფანჯრები ღია იყო. ხელი დამარტყეს, მეც შევეწინააღმდეგე. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაუყენეს. ისინი ნამდვილად იყვნენ თვითმმართველობის წევრები“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.
თვითმმართველობის წევრი, შოთა კეზერაშვილი აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს.
„ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია. ადამიანი იწევს ბიჭების საცემად, მშვენიერი მანდილოსანია და ძალიან მოულოდნელი იყო ეს. გული დამწყდა, რომ საცემად გამოიწია“, - აღნიშნა კეზერაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან