21:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 10:46:18, 741 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ, დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ.

შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა. ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.კ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics