|
2025-04-03 09:29:27, 746 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი ინვესტიციების საკითხებში, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი წერს, რომ ეს რუსი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი აშშ-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. „ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“,- განაცხადეს წყაროებმა Reuters-თან საუბარში. წყაროების ცნობით, უიტკოფმა დმიტრიევი შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მიიწვია. დმიტრიევი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მისთვის ქვეყანაში მოგზაურობის მოკლევადიანი ნებართვა გაეცა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ დმიტრიევი, შეიძლება, საკვანძო ფიგურა გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაში, რომელიც დონალდ ტრამპის იანვრის ინაუგურაციამდე ყველაზე უარესი იყო ცივი ომის პერიოდის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)