22:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 15:08:39, 953 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძის დედა - არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს

არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს!, - ამის შეახებ პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს.

„არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! "ჯერ საქართველო განთავისუფლდეს და მერე გამოვიდნენ პატიმრებიო, ასე თქვეს მშობლებმაო! "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის ხალხი! მაგრამ ჩემ შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე, იზრუნეთ! ჩემთვის პრიორიტეტი ესაა! მერე ისინიც დადგებიან სამშობლოსთვის და ევროპული მომავლისთვის როგორც აქამდე იდგნენ! უნდა დავიხსნათ ჩვენი ბიჭები და არ გაძლევთ იმის უფლებას ივაჭროთ მათით და ჩვენით! არ დავასახელებ ჯერჯერობით ვინც გამოვიდა გუშინ და თქვა ეს! სპეკულაციაა ჩვეულებრივი და არ ვაძლევ უფლებას ისპეკულირონ ჩვენი ტყვეებით! ჯერ პატიმრები და მერე სხვა ყველაფერი! ესაა ჩემი აზრიც, სიტყვაც, სურვილიც! ვისაც როგორ გინდათ, ისე გაიგეთ! 18 წლიდან სამშობლოს დასაცავად ვდგავარ იქ სადაც საჭიროა და ჩვენ შვილებს ლუკმად ვერავის გადმოგიგდებთ დღეს!“, - წერს ლიკა გუნცაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics