05:41 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 10:54:45, 600 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ქალაქ მურმანსკში შეიარაღებულმა პირმა პოლიციის მანქანებს ცეცხლი გაუხსნა

ტელეგრამ-არხ Mash-ის წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა რუსეთის ქალაქ მურმანსკში შენობის სახურავიდან დაახლოებით საღამოს 10 საათზე ცეცხლი გახსნა სხვა შენობების ფანჯრებისა და პოლიციის მანქანების მიმართულებით.

გავრცელებული ცნობებით, უსაფრთხოების ძალებმა გზები გადაკეტეს იმ შენობის გარშემო, საიდანაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მრავალსართულიან შენობაში შესასვლელად დაიწყეს მზადება.

სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები ისმის.

ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია თავდამსხმელის მოტივი.

ბოლო ცნობებით, მსროლელი უკვე უვნებელყვეს. Mash წერს, რომ მსროლელი ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაანეიტრალეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი მოკლულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics