|
2025-03-25 22:01:04, 916 ნახვა
მსოფლიო
ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტს და მხარეებს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაგჩიმ ერევანში სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის პოზიცია უცვლელია და თეირანი პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ დაუშვებლად მიიჩნევს არსებული, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებას. არაგჩიმ აღნიშნა, რომ ყველა რეგიონული პრობლემა უნდა გადაწყდეს დიპლომატიის გზით, ძალის გამოყენების გარეშე, რეგიონის ქვეყნების ძალისხმევით. მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. სიტუაციის ესკალაციის საფრთხის შესახებ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა აღნიშნა: „იმედი გვაქვს, რომ არსებული პრობლემები მალე გადაწყდება და დოკუმენტს ხელი მოეწერება. ესკალაციის რისკი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ჩვენ კი სტაბილურობის მოწმენი გავხდებით, რაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)