|
2025-03-25 19:47:11, 925 ნახვა
მსოფლიო
WH – უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ძალის გამოყენებაზე თანახმა არიან
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება. "აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა, ძალის გამოყენების შეწყვეტა უზრუნველყონ და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება". - წერია უკრაინის მხარესთან შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თეთრი სახლის მიხედვით, ზუსტად იგივე პირობებზე რუსული მხარეც არის თანახმა. ამას გარდა, აშშ-სა და უკრაინის მხარე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში. თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის. ამასთანავე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის, დელეგაციები თანახმა არიან, მიღებული იყოს შესაბამისი ზომები ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების აკრძალვიწ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, თეთრი სახლის მიხედვით, მხარეები გამძლე და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე არიან თანახმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)