|
2025-03-21 20:03:29, 487 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მილიონი გამოვყავით
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპული კომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსება გამოყო. ამის შესახებ პრესსპიკერმა ევროკომისიის ოფიციალურ პრესბრიფინგზე ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჰიპერმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის მთავრობისთვის 2024 წელს გაყინული დახმარების აღდგენას ევროკომისია არც 2025 წელს გეგმავს. "პირველ რიგში, ჩვენ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები გავწყვიტეთ. შემდეგ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას 120 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პირდაპირი დახმარება შევუჩერეთ. ჩვენ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით ასევე გავყინეთ 2024 წლისთვის გათვლილი 30-მილიონიანი დახმარება და არც 2025 წლისთვის ვგეგმავთ რაიმე დახმარებას. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერას ვზრდით - როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისე დამოუკიდებელი მედიისთვის. უკვე არსებული დახმარების გარდა, ჩვენ დამატებით 15 მილიონი გამოვყავით სამოქალაქო საზოგადოებისთვის". - განაცხადა პრესსპიკერმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)