11:35 - 12 Jun, 2026
|
2025-03-20 15:20:44, 689 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ევროპა ომის პარტიად გადაიქცა
ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ბრიუსელიდან სიგნალები ყოველდღიურად გვესმის. მთავარი სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან ახლა ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს ეხება, რაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ევროპა ომის პარტიად კიდევ უფრო მეტად გადაიქცა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ მოსკოვს ბრიუსელიდან სიგნალი არ მიუღია. „არა, არანაირი სიგნალი არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)